

ხარაგაულის სახალხო თეატრი საქმიანობის გაგრძელებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით აპირებს.
ამ თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე სპექტაკლის „ორნი“ აღდგენას გეგმავს.
-სპექტაკლში ოთხი მონაწილეა და სცენაზე ყოფნა ოთხივეს ერთდროულად არ უწევთ, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ხარაგაულის კინოთეატრის დარბაზში მაყურებლის განთავსება შეიძლება ისე, რომ მათ ერთმანეთთან ახლო კონტაქტი არ ჰქონდეთ. კონდიციონერებით დარბაზს სპექტაკლის დაწყებამდე გავაგრილებთ.
ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლების ხანგრძლივობა ერთ საათს არ აღემატება. ასე რომ, რეკომენდაციებს უპრობლემოდ დავიცავთ.
ვფიქრობთ, რომ თოჯინების თეატრის სპექტაკლები აღვადგინოთ ღია სივრცეში. გაჩერება არ შეიძლება. ხარაგაულის სახალხო თეატრი წელს იუბილარია – 120 წლის გახდა. თუმცა, ამ თარიღს, როგორც დაგეგმილი გვქონდა, მასშტაბური ღონისძიებით ვეღარ აღვნიშნავთ.
რაც შეეხება იმერეთის თეატრალურ ფესტივალს, სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიმართება. ფესტივალზე სპექტაკლით „იმერული რექვიემი“ უნდა წარვდგეთ. პანდემიის გამოცხადებამდე რეპეტიციებს ვატარებდით. ვფიქრობ, უახლოეს ხანში რეპეტიციებს განვაახლებთ. ამ სპექტაკლში ცხრა მსახიობი მონაწილეობს.
ჩვენი საქმე ყველას ძალიან გვენატრება. იმედია, მალე შევხვდებით მონატრებულ მაყურებელს.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,