

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 690 პაციენტს ბოლო 24 საათში 4 დაემატა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ საქართველოში კოვიდინფექციის 828 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 694გამოჯანმრთელებული პაციენტია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისათვის კლინიკებში კორონავირუსზე 121პაციენტი მკურნალობს. მისი განმარტებით, ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტი საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს, ერთი მთგანი სამედიცინო პერსონალია, ხოლო ოთხი ინფიცირებული პაციენტის პირველწყაროს დადგენა, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა.
კარანტინის რეჟიმში 3230 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს