

დღეს დილით ხარაგაულში ბუნებრივი აირით მოსარგებლე მომხმარებლებს გაზის მიწოდება შეუწყდათ.
ვითარების გასარკვევად „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერს ლევან აბაშიძეს დავუკავშირდით.
მისი თქმით, „ძირულა-ხარაგაულის მაგისტრალზე, სადაც საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, მშენებელმა კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ სოფელ ლაშის სალოცავთან, ლითონის მაგისტრალი დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, იმედი გვაქვს, დღის ბოლომდე, ხარაგაულის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მოწოდებას შევძლებთ“.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ კომპანია მომხმარებლებს გვირჩევს, რომ გაზის დანადგარები და ონკანები ჩაკეტილ მდგომარეობაში ვიქონიოთ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,