
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ მომენტისთვის თვითიზოლაციასა და კარანტინში არც ერთი მოქალაქე აღარ რჩება.
შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, რომ გუშინ საჩხერის ცხელების ცენტრში ხარაგაულიდან გადაყვანილ ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
– იმერეთში ეპიდსიტუაციის მხრივ მშვიდი და სტაბილური ვითარებაა, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე, – შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება. უცხოეთიდან შემოსულ ერთ მოქალაქეს კორონავირუსი კარანტინში დაუდასტურდა.
ამჟამად ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მკურნალობს.
ნინო კაპანაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის