

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
სამაგისტრო გამოცდები 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.
საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 აბიტურიენტზე მეტი არ დაიშვება. გამოცდების დროს მაგიდებს შორის დაცილება სიგანეში იქნება 2-2 მეტრი, აბიტურიენტების ზურგებს შორის დისტანცია კი – 1 მეტრი.
გამოცდაზე ყოფნისას სავალდებულოა, რომ საგამოცდო ოთახში მყოფნა პირებმა
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.
წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს