

9 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ახალი შემთხვევებიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის მედპერსონალია.
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლის, მაკა სოლოღაშვილის, თქმით, აქამდე კლინიკას არც ერთი ინფიცირებული თანამშრომელი არ ჰყოლია, რადგან ეპიდემიოლოგიურ რისკს მაღალ დონეზე იცავდნენ.
„თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწია ერთ-ორ არაადეკვატურ პაციენტთან ურთიერთობა. მათ ექიმთან პირადი შეხება ჰქონდათ. რისკის გამო, არც ერთი სამართალდამცავი არ გვეკარებოდა და მათიც გვესმის. ასეთ პირობებში მოხდა ისე, რომ ერთი და იგივე ცვლის სამი პერსონალი – ექთანი და სანიტარი, დაინფიცირდა, – აღნიშნა მაკა სოლოღაშვილი.| ჩემი იმერეთი
მისი თქმით, მედპერსონალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა გამოხატული აქვთ სიმპტომები და მაღალი ტემპერატურა.
ასევე ცნობილია დანარჩენი პაციენტების ინფიცირების წყაროც.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახლახან გამოვლენილი შემთხვევებიდან 1 ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან იმყოფებოდა კონტაქტში, 2 – მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან, 2 – საკარანტინო სივრციდან შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევაა.
შეგახსენებთ, რომ stopcov.ge-ის მონაცამებით, ქვეყანაში სულ 818 ინფიცირებულია, ამათგან 686 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 2902 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 249 პაციენტია მოთავსებული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,