
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები.
ეს ცვლილებები პირბადის ტარების წესის ვალდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, მაქსიმალურად ფრთხილად და დეტალურად გაიწერება რეგულაციები, რომ ეს არ იყოს მძიმე ტვირთი საზოგადოებისთვის და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისთვის.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს პირბადის ღია სივრცეში ტარების დაკანონებას.
კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება და თუ პირი ამ წესს არ დაიცავს, ის 20 ლარით დაჯარიმდება.
კანონპროექტით, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.
ცვლილებების თანახმად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, იურიდიული პირისას – 10 000 ლარით.
იზოლაციის ან/და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის გათვალისწინებულია უკვე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა – შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
კანონპროექტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის