

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გამგის თანამდებობა ქეთევან ზუმბაძემ რამდენიმე დღის წინ დატოვა.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, ნინო ბუხნიკაშვილის თქმით, ის პირადი განცხადებით გათავისუფლდა სამსახურიდან.
ქეთევან ზუმბაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“
2014 წლის 15 ივნისამდე, საკრებულოს დეპუტატად არჩევამდე, ქეთევანი სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად მუშაობდა. ეს თანამდებობა მან არჩევნების შემდეგ, საკრებულოს წევრობასთან კანონით შეუთავსებლობის გამო დატოვა, რის შემდეგაც ქეთევან ზუმბაძე ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გამგედ დაინიშნა.
როგორც ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, „ქეთევან ზუმბაძეს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა აიძულეს მისი პოლიტიკური მიმართულებიდან გამომდინარე“.
„ყოველი დილა იწყებოდა თანამშრომლების ცრემლებით და საუბრით, რომ მე ვანგრევ საბავშვო ბაღების გაერთიანებას; რომ მე ვარ დამნაშავე ბაღების გაერთიანების შესაძლო რეორგანიზაციაში. აგერ ბატონო, გადავდექი. მომავალში, როგორც შემეძლება, ისე დავუდგები გვერდით სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას. სხვა არავითარი ანაზღაურება არ მაქვს და საკუთარი სურვილით როგორ დავტოვებდი სამსახურს“, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,