
ხვალ ხარაგაულის საზოგადოება ღვაწლმოსილ პედაგოგს, ჟურნალისტსა და აქტიურ მოქალაქეს, გოგი ჯღამაძეს, უკანასკნელ გზაზე გააცილებს.
მან ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 93 წლის ასაკში, დაგვტოვა და სამარადისო სასუფეველში გადასახლდა.
ცხოვრების ბოლო დღეებამდე მუდამ აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციებზე იდგა. უსამართლობის წინააღმდეგ მუდამ ხმას იმაღლებდა და სამოქალაქო საზოგადოების შექმნისთვის იბრძოდა.
გოგი ჯღამაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან აქტიურად თანამშრომლობდა.
გოგი ჯღამაძე სარგვეშში ხუთ დედმამიშვილთან ერთად აღიზარდა. ბორითის საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. იმავე წელს, ერთი გამოცდით, გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ერთ-ერთ საიუბილეო ინტერვიუში ჩვენთან საუბრისას იხსენებდა, რომ წარჩინებულ სტუდენტს მეორე კურსიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს. ლექტორები ასპირანტურაში სწავლის გაგრძელებას ურჩევდნენ, მაგრამ მან, მოსწავლეების სიყვარულის გამო, სკოლა არჩია.
გოგი ჯღამაძის პედაგოგიური ნათლობა ბორჯომის სომხურ სკოლაში შედგა, სადაც ქართულ ენას, როგორც უცხო ენას, ისე სწავლობდნენ. გოგი მასწავლებლის მცდელობას, მოსწავლეებს ქართული ენა კარგად შეესწავლათ, ფუჭად არ ჩაუვლია. ორი წლის შემდეგ სკოლაში ოვანეს თუმანიანის მოთხრობა „გევორქის“ მიხედვით სკოლაში სპექტაკლი ქართულ ენაზე დადგეს.
ერთხელაც, ბორჯომის სომხურ სკოლას განათლების მაშინდელი მინისტრი მარიამ ბურჭულაძე ესტუმრა. მინისტრი ქართული ენის ახალგაზრდა მასწავლებლით დაინტერესდა. გოგი ჯღამაძესთან გასაუბრების შემდეგ კი ბორჯომის განათლების განყოფილებაში ქართული ენისა და ლიტერატურის სექციის ხელმძღვანელად გადაიყვანა.
მშობლიური ხარაგაულიდან შორს ყოფნა ძალიან უჭირდა. ბორჯომში პარტიულ თანამდებობას სთვაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა და ხარაგაულში წამოსვლა მოითხოვა. სხვადასხვა წლებში ხარაგაულის #2, ლაშის, კიცხის, სარგვეშის სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ხარაგაულის განათლების განყოფილებაში მეთოდისტად მუშაობდა.
ადამიანის საუკეთესო თვისებებად ჰუმანურობა, სიკეთე და სამართლიანობა მიაჩნდა.
ხვალ სამუდამოდ დაგვტოვებს და მარადიულ სამყოფელში გადაინაცვლებს. გოგი ჯღამაძის ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება ხარაგაულელების მეხსიერებაში.
ნინო კაპანაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის