

ზესტაფონის აგრარულ ბაზარში ფასების მომატება განსაკუთრებით საგრძნობია ხილსა და ბოსტნეულზე.
ბოსტნეულით მოვაჭრე დავით ტვილდიანი ამბობს, რომ „ფასები 20-30%-თაა მომატებული. პროდუქტების ღირებულება თამაშობს, შეიძლება დღეში სამჯერ შეიცვალოს“.
რაც შეეხება ხილს, წინა წლებთან შედარებით ფასი მათზეც გაზრდილია; მაგალითად, მარწვი 5 ლარი ღირს, ბალი – 7 ლარი.
გაგაცნობთ მწვანილის ფასებსაც:

იმ ათ პროდუქტს შორის, რომელზედაც ფასი არ უნდა გაზრდილიყო, ლობიოც შედიოდა. თუმცა ლობიო, საშუალოდ, 20%-ით გაძვირდა და სახეობების მიხედვით 3-დან 10 ლარამდე ღირს.
1 კგ. ნიგოზის ფასიც ხარისხის მიხედვით იცვლება, – 18 ლარიდან 30 ლარამდე. რაც შეეხება სოკოს, ახალი წლის შემდეგ არ გაძვირებულა და 7-8 ლარი ღირს.

ფასების მომატება ხორცის პროდუქტებზეც შესამჩნევია:
ყველის ფასები ცვალებადია. ამჯერად ერთი კგ. ყველის შეძენას ზესტაფონის აგრარულ ბაზარში 7 ლარად შეძლებთ.
ლიკა ხიჯაკაძე
ავტორის ფოტოები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,