დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი ჟურნალისტების შეკითხვას პასუხობს.

მისი თქმით, სექტემბრიდან სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს. რა თქმა უნდა, გარკვეული რეგულაციები სასწავლო პროცესებსაც შეეხება, თუმცა ეს, ჯერჯერობით, ზოგად რეკომენდაციებს ეფუძნება. 

– სასწავლო პროცესს ჯანმრთელი ბავშვი უნდა ესწრებოდეს. სკოლებში, ბაღებში, უნივერსიტეტებში, სასწავლებლებში რესპირატორული პრობლემების მქონე პირებმა არ უნდა იარონ. ჰიგინეის ზოგადი წესები დაცული უნდა იყოს. შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას, შეძლებისდაგვარად კარგად უნდა განიავდეს ის ოთახები, რომლებშიც ბავშვები იკრიბებიან“, – განმარტავს ხათუნა ზახაშვილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, „სასწავლო პროცესის რეგულაციის თემებზე ყოველდღიურად მიმდინარეობს შეხვედრები შესაბამის სამსახურებთან. ჯერ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ვნახოთ, თუ რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში სწავლის დაწყების პერიოდში“.

მათი განმარტებით, რეგულაციები სასწავლო პროცესზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს.