
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა, NCDC-ის პირდაპირ ჩართვაში, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ყველაზე უსაფრთხო მაინც საპონი და წყალია.
– ირგვლივ უამრავ სადეზინფექციო საშუალებას წააწყდებით. თუმცა რეკომენდირებულია, რომ ხსნარი აუცილებლად სპირტის შემცველი იყოს. ამ ხსნარში აუცილებელია 60 ან 70 გრადუსიანი სპირტის შემცველობა. შესაბამისად, კარგად დააკვირდით, წაიკითხეთ და ისე გამოყენეთ. მთავარია, რამდენი აქვს სპირტის შემცველობა“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, სხვადასხვა ზედაპირზე ვირუსი სხვადასხვა დროით ძლებს. მეტალების ზედაპირებსა და პლასტმასზე საკმაოდ დიდხანს ცოცხლობს, ხოლო სპილენძის ზედაპირზე მალე იღუპება ვირუსი.
– ზედაპირებთან შეხება სარისკოა. მასზე ვირუსის შენარჩუნების დროის ხანგრძლივობაც რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე იზრდება. შესაძლოა, რაიმე ზედაპირზე 20 საათზე მეტიც დარჩეს ვირუსი, ამიტომ ხელების დაბანა აუცილებელია“, – ამბობს პაატა იმნაძემ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის