

„კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების შემთხვევა აღწერილი არ არის და ეს უფრო გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში დარჩენილი ვირუსის გენეტიკური ნაშთებია“, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.
„კორონავირუსის კვალის აღმოჩენა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება. თუმცა, გამოჯანმრთელებულ პაციენტში ეს ვირუსი სიცოცხლისუნარიანი არ არის. ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე ასეთი შემთხვევა გვქონდა.
ასეთი 150-მდე შემთხვევაა აღწერილი კორეაშიც, რომ ადამიანის ცხვირ-ხახაში ან ფეკალიებში ვირუსი აღმოჩნდა. ასეთი რამ ხდება, მაგრამ ყველა კვლევა იმას მიუთითებს, რომ ეს ადამიანები გადამდები არ არიან, მხოლოდ ვირუსის გენეტიკურ ნაშთებს, „ნაგლეჯებს“ ვპულობთ მათ ორგანიზმში“, – განაცხადა იმნაძემ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,