
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, 30 იანვრიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსზე ლაბორატორიულად 72 786 ათასი ადამიანია გამოკვლეული.
დღევანდელი დილის მონაცემებით კორონავირუსის სულ 805 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 650 ადამიანი, რაც საერთო დაინფიცირებულების 81 % წარმოადგენს. გარდაცვლილია 13 ადამიანი, რომელთაგან ერთი, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ყველაზე დაზიანებული რეგიონის პირველადი სამედიცინო დახმარების მუშაკი იყო.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ყველაზე მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები მხოლოდ სოფელ მუშევანს ეხება, ხოლო მეორე ცხელი წერტილი ე. წ. „საბურთალოს კლასტერია“.
საბურთალოს კლასტერიდან ამ დროისთვის კორონავირუსის 27 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო კარანტინში 106 პირია გადაყვანილი.
დღევანელ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, კორონავირუსის ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება ბრაზილიაში, რუსეთში, პერუში, ჩილესა და მექსიკაში. ასევე მზარდი მაჩვენებელია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში -სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ყაზახეთში.
მდგომარეობა შედარებით სტაბილურდება ევროპის ქვყენებში: ესპანეთში, იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოში.
თამარ ჩხიკვაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის