

ამ წუთებში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ბრიფინგი მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს დახმარების საკითხზე ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ.
მისივე თქმით, NCDC-ს ასევე ჰქონდა კომუნიკაცია სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება შესთავაზეს.
– გუშინ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ჰქონდა, სადაც შესთავაზა, ხომ არ სჭირდებათ მათ რაიმე ტიპის მხარდაჭერა. სომხეთის მხარე ამ საკითხს განიხილავს და თუ საჭიროება იქნება, მოგვმართავს. ველოდებით შემოთავაზებას, თუ მათ სურთ რომელიმე მიმართულებით მხარდაჭერა, სომხეთის დასახმარებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება და ამ დროისთვის 11 817 ადამიანს აღწევს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,