

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან გავრცელებული ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახალ კორონავირუსზე (covid-19) რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში 1000-მდე მებაჟე ოფიცერსა და თანამშრომელს გამოკვლევა ჩაუტარდა.
ამ ეტაპზე შემოწმდნენ: სადახლოს, ლაგოდეხის, გუგუთის, გარდაბანი რკინიგზას, ყაზბეგის, სარფის, ბათუმის პორტის, ფოთის პორტის, ვალეს, კარწახის, ნინოწმინდას, გარდაბანის გამშვები პუნქტებისა და ასევე ფოთისა და ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონების მებაჟე ოფიცრები. კორონავირუსი, ამ ეტაპისთვის, არცერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზის პასუხები covid-19-ზე უარყოფითია.
უწყების ცნობით, 31 მაისს ვირუსის დადასტურებული ერთ-ერთი შემთხვევა არის დასუფთავების კომპანიის თანამშრომელი, რომელსაც საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლო საავტომობილოს“ მიმდებარე ტერიტორების დაგვა-დასუფთავება ევალებოდა. აღნიშნულ პირთან მებაჟე ოფიცრებს, მოქალაქეებსა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს კონტაქტი არ ჰქონიათ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე შემოწმების პროცესი შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,