

5 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში, დაავადებულთა რიცხვმა 805 ადამიანი შეადგინა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, ახალი შემთხვევებიდან ორის ინფიცირების წყარო, ე.წ. საბურთალოს კლასტერია, ორი კი – საკარანტინო სივრციდანაა.
stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში სულ 650 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
გარდაცვლილთა რაოდენობა 13-ს აღწევს.
კარანტინის რეჟიმში 2955 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 პაციენტია მოთავსებული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,