

განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია
საბავშვო ბაღებში დასაქმებულთათვის ონლაინ ტრენინგებს აგრძელებს.
ტრენინგები ჩატარდება საბავშვო ბაღების გამგეებისთვის, მუსიკის პედაგოგებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაციის მიღების ყველა მსურველისათვის.
განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლალი სებისკვერაძის, ინფორმაციით, ტრენინგი „პირველადი სამედიცინო დახმარების“ შესახებ 52-მა მსურველმა მარტში გაიარა. თუმცა მსურველები კიდევ არიან და ამის გამო ორგანიზაცია ტრენინგს განმეორებით ატარებს.
30-31 მაისს ხარაგაულის საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის ონლაინ-ტრენინგები თემაზე „სკოლამდელი ასაკის ბავშვის თავისებურებები“ გაიმართა. ტრენინგები zoom-ის პროგრამით ტარდება.
შეთავაზებული ტრენინგები შეუძლიათ გაიარონ საბავშვო ბაღში დასაქმებულმა პროფკავშირის წევრებმა.
ტრენინგზე დასწრების მსურველები რეგისტრაციისათვის ლალი სებისკვერაძეს უნდა დაუკავშირდნენ. პირველ ეტაპზე ის ტრენინგი ჩატარდება, რომელზეც ყველაზე მეტი მსურველი დარეგისტრირდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,