

სასწავლო დაწესებულებებში, როგორც ცნობილია, სწავლა სექტემბრის შუა რიცხვებში განახლდება, თუმცა შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე სწავლა გადაიდოს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ არ ვთვლით, რომ სასწავლო წლის დაწყებამ შეიძლება გადაიწიოს. თუმცა, როგორც სხვა ქვეყნები, საქართველოც ემზადება იმისთვის, რომ ახლაც და სექტემბერშიც მოგვიწევს კორონავირუსთან თანაცხოვრება. შესაბამისად, ამისთვის უნდა მოვამზადოთ ჩვენი შვილები, რათა მათ სწავლის გაგრძელება შეუფერხებლად შეძლონ“,-აღნიშნა ტიკარაძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,