პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, ჯარიმების ოდენობა იმდენი უნდა იყოს, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდეს და მოქალაქეებს დამატებით პრობლემებს არ უქმნიდეს.

მან ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებს საკანონმდებლო ცვლილებების მოკლე დროში შემუშავება დაავალა.


„გთხოვთ, რაც შეიძლება დაჩქარებულ ტემპში მიიღოთ ეს ცვლილებები, რომ მთავრობას მიეცეს ადმინისტრირების შესაძლებლობა. ეს დარღვევები არ არის დარღვევები, რომელიც ერთ მოქალაქეს უკავშირდება, ვინც შეიძლება ეს წესები დაარღვიოს.

ასეთი ტიპის დარღვევები წესებისა და რეკომენდაციების, უკავშირდება სხვა ბევრი მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ქმნის მცირე ეპიდემიოლოგიური გართულებების საფრთხეს, რაც მათ შორის ბოლო ერთი კვირის განმავლობაშიც გვქონდა სახეზე.

ამიტომ მნიშვნელოვანია ამის ადმინისტრირების კუთხით შევქმნათ სამართლიანი და ეფექტური საკანონმდებლო რეგულაციები“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს.


21 მარტიდან 22 მაისამდე, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შემოღებული წესების დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 3 000, იურიდიულ პირებზე კი 15 000 ლარს შეადგენდა.

ლიკა ხიჯაკაძე