
გაეროს ბავშვთა ფონდი (unicef) ბავშვთა დაცვის დღესთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ კორონავირუსის სწრაფად გავრცელების პირობებში განსაკუთრებით დაუცველნი არიან ისეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, სადაც სივიწროვეა ან არ არის სათანადო პირობები — ხელსაბანი და სხვა სანიტარიული კვანძები და საშუალებები.
გაეროს ბავშვთა ფონდის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მიხედვით, საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები. შესაბამისად, უფრო მაღალია ასეთი ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი.
მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა ბავშვთა კვებასთან, ჯანმრთელობასა და და ბავშვთა განვითარებასთან დაკავშირებულ ძირეულ საკითხებს აერთიანებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი. შესაბამისად, ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების ინტერნეტზე, თამაშისა და სწავლის შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას ხელს უშლის ხარისხიანი ინტერნეტის ნაკლებობა.
ელექტრონული ინსტრუმენტებისა და ინტერნეტის კავშირის, შინ სათანადო სასწავლო გარემოს და მშობლების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო ისედაც გარიყული ბავშვები ჩამორჩენის საფრთხის წინაშე იმყოფებიან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,