ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 11 ახალი შემთხვევიდან 8 ე.წ. საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება, ხოლო 3 კი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდანაა. 

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის საავადმყოფოში სამ მძიმე პაციენტს პნევმონია აქვს. თუმცა, ლაბორატორიული მონაცემებით, მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა პანიკის საფუძველს არ გვაძლევს და ახალ შემთხვევათა რაოდენობა შეზღუდვების განკაცრების საჭიროებას არ ქმნის. მისივე განმარტებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერი გამოკვლეულია და ყველა პრევენციული ღონისძიება ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ stopcov.ge-ის მონაცემებით ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 794 ინფიცირებული ფიქსირდება. მათ შორის 624 გამოჯანმრთელდა. 2508 ადამიანი კარანტინის რეჟიმში რჩება, ხოლო 300 პაციენტი – სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა.