პირველ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, უკვე 95 წელია, ბავშვთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ბავშვთა უფლებები უნდა დავიცვათ, მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ, – არაერთი ასეთი მოწოდების მიუხედავად, ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ ბავშვები, რომელთა უფლებებიც ბევრი მიმართულებით ირღვევა. ისინი, არცთუ იშვიათად, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი არიან.
რა არის ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზები და რა კეთდება ამის დასაძლევად სკოლაში, ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლის დირექტორს, თამარ წიწილაშვილს, ვესაუბრეთ.
– ქალბატონო თამარ, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დღეს სკოლაში დაცული ბავშვთა უფლებები?
-თუ კონკრეტულად ჩვენს სკოლაზე ვისაუბრებ, ვფიქრობ, აქ ნამდვილად არის შექმნილი უსაფრთხო, თბილი და პოზიტიური გარემო ბავშვებისათვის. ჩვენი მრავალწლიანი დაკვირვებით, როდესაც ერთი მოსწავლე მეორეს ჩაგრავს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ეს ბავშვი მანამდე თვითონ იყო ბულინგის მსხვერპლი. მოზარდობის ასაკში კი თავად ძალადობს მასზე პატარაზე. ეს არის გამოკვეთილი პრობლემა სკოლაში. მოსწავლეები ბავშვის უფლებათა კონვენციას არა მხოლოდ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისგან სწავლობენ, არამედ სხვა პედაგოგებიც არიან ჩართულები, რომ ისინი კარგად იცნობდნენ საკუთარ უფლებებს.
– გქონიათ თუ არა ძალადობისა და ჩაგვრის შემთხვევა სკოლაში? რა ღონისძიებები გაგიტარებიათ ამის აღმოსაფხვრელად?
-ჩვენს სკოლაში, რა თქმა უნდა, მომხდარა ფაქტი, როდესაც ერთ მოზარდს მეორე დაუჩაგრავს. თუმცა, სიტუაცია არ გართულებულა, რადგან ამ პრობლემის დაძლევაში მასწავლებლები ჩავერთეთ. კონფლიქტშიმონაწილე ბავშვებსა და მათ მშობლებს ვესაუბრეთ. ერთ-ერთ მოზარდს თვეები დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ მასზე სუსტის დაჩაგვრა არ შეიძლება და ეს დანაშაულია.
ასევე გვქონია შემთხვევა, როდესაც ბავშვი ძალადობას ოჯახში განიცდიდა. ჩვენ ამ ოჯახთან ვიმუშავეთ. ვესაუბრეთ ცალკე მშობლებს და ასევე – ბავშვის და-ძმას. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოზარდი ბულინგის მსხვერპლი არ იყოს. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და შესაბამისად, უმნიშვნელო ძალადობის შემთხვევაც კარგად შესამჩნევია. საკუთარ უფლებებს ყველა ბავშვი უნდა იცნობდეს, რომ ძალადობის მსხვერპლი არ გახდეს.
საინტერესოა, თავად ბავშვები რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს სკოლაში და რამდენად იცნობენ ბავშვის უფლებათა კონვენციას. ამის გასარკვევად ამავე სკოლის მოსწავლეებს დავუკავშირდით.
ნიკოლოზ ბერაძე: – ვიცნობ ბავშვთა უფლებების კონვენციას, რომლის მიხედვითაც ჩვენ, ბავშვებს, გვაქვს აზრისა და ინტერესის გამოხატვის, სიცოცხლისა და განვითარების, განათლების მიღების, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების, სოციალური უსაფრთხოების, უსაფრთხო გარემოში სწავლისა და ცხოვრების უფლება. ვგრძნობ. უფლებებთან ერთად ჩვენი მოვალეობებიც უნდა გვახსოვდეს.
ჩვენს სკოლაში ძალადობის შემთხვევები ძალიან მცირეა, მაგრამ თუ ასეთი შემთხვევა შევამჩნიე, ვცდილობ რომ მოძალადე შევაჩერო. კიცხის სკოლაში მეგობრული გარემოა და თავს დაცულად ვგრძნობ.
ნუნუ ჩაჩანიძე: – ბავშვის უფლებათა კონვენციას ვიცნობ, თუმცა – დეტალურად არა. თუ სკოლაში ვინმეს ჩაგრავენ, საჭიროების შემთხვევაში დამრიგებელს ან სხვა მასწავლებელს ვეუბნები. თუ შემიძლია, თვითონ ვაგვარებ პრობლემას. სკოლაში თავს ნამდვილად დაცულად ვგრძნობ. ჩემს თანატოლებს ვუსურვებ ბედნიერ მომავალს, მშვიდ და ღირსეულ გარემოში ცხოვრებას, სადაც არანაირი ძალადობა არ იქნება.
ლიკა ხიჯაკაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი