

29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგა.
ხარაგაულის სს „ავტოტრანსის“ დირექტორის, დავით ხარაძის, ინფორმაციით, ხარაგაულში, ჯერჯერობით, მხოლოდ ხარაგაული-საავადმყოფოს მიმართულებით მოძრავმა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა განაახლა მუშაობა.
„საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 8 ივნისიდან აღდგება. ხარაგაულის ავტოსადგურიდან ზესტაფონის, ქუთაისის, ტყიბულისა და თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები მგზავრების გადაყვანას სწორედ 8 ივნისიდან განაახლებენ. სამგზავრო ტრანსპორტი დაწესებული რეკომენდაციების გათვალისწინებით იმოძრავებს“, – ამბობს დათო ხარაძე.
ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან, განაახლებენ მოძრაობას შემდეგი მარშრუტების მიკროავტობუსები – ნადაბური-ხევი-ხარაგაული-ნადაბური და ხარაგაული-ლეღვანი-ხარაგაული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,