

გზებზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, სატრანსპორტო ქსელის დახვეწა, მგზავრებისა და ტვირთების უსაფრთხო გადაადგილება და ტრანსპორტის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზირების საკითხები ჩვენი საზოგადოების ახალი გამოწვევაა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების VI კარი ეხება ტრანსპორტის კუთხით თანამშრომლობას, რომლის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირის სატრანსპორტო სექტორების ერთმანეთთან დაახლოება, ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლოსთან ჰარმონიზაცია და ქართული კომპანიებისთვის, მძღოლებისთვის ევროპაში არსებული ტექნიკური და ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნა.
თბილისში, სასტუმრო რედისონში ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით 29 აგვისტოს გაიმართა სემინარი თემაზე „უსაფრთო გზები და ტრანსპორტი.“
სემინარზე, რომელშიც „ჩემი ხარაგაულიც“ მონაწილეობდა, მივიღეთ ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის სფეროებში არსებული ევროპული რეგულაციებისა და მათი შესრულების ვადების შესახებ.
ლაურა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,