


პირველი ივნისიდან საქართველოში ყველა სახის, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნა. ხარაგაულის შპს „აგრარული ბაზრის“ დირექტორი ზოია ხარებაძე ამბობს, რომ ის ბაზრის ამოქმედებას ვერ შეძლებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბაზრების გახსნის ნებართვა გაიცა, თითოეულმა მათგანმა სრულად უნდა დააკმაყოფილოს ახალი რეგულაციები. ეს გარკვეულ წილად ფინანსებთანაა დაკავშირებული. ბაზრის წლიური შემოსავალი 4 ათას ლარამდე იყო. ბოლო თვეებში შემოსავალმა ძალიან დაიკლო, თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გავუშვი. ბაზარი რომ გავხსნა, სრულად ვერ დავაკმაყოფილებ ახალ მოთხოვნებს. რომ დამაჯარიმონ, ჯარიმის თანხას ნამდვილად ვერ გადავიხდი.
ალბათ გამოჩნდება ხარაგაულში ადამიანი, ვისაც ბაზრის გახსნის ფინანსური შესაძლებლობა ექნება. აგრარული პროდუქტი თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. ამის გამო ბაზარში შემოსავალი ძალიან დაბალია. თუ ამის რეგულაცია არ მოხდება, ასეთ მწირ შემოსავალზე ბაზრის გახსნა შეუძლებელი იქნება“, – ამბობს ზოია ხარებაძე.
ხარაგაულში აგრარული ბაზარი 31 მარტის შემდეგ დაკეტილია. ბაზრობის დღეებში მოვაჭრეები მყიდველებს ბაზრის გარე ტერიტორიაზე ემსახურებიან.
6 მაისს ხარაგაულში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიმდებარედ,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს.
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი,
დღეს, 27 აპრილს, ხარაგაულში ველომარათონი გაიმართა. ღონისძიებაში 18 მონაწილე ჩაერთო.