
„ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს უნდა ჰქონდეთ აქტუალური 72-საათიანი PCR ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საქართველოში ვერ შემოვლენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მთავრობის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას.
„იქნება მწვანე კორიდორები, ეს პროტოკოლები უკვე დამუშავებულია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად ორმხრივი მოლაპარაკებების ფარლგებში. მაგალითად, საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72-საათიანი PCR ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ შემოვა.
მოგეხსენებათ, ევროპაში უკვე განიხილავენ კოვიდ-პასპორტის თემას. ჩვენც შევქმნით ამ ტესტების აღების შესაძლებლობას, თუ ასეთი შემთხვევები იშვიათი გვექნება, რომ ჩამოსულ ადამიანს ტესტი არ ექნება; მაგრამ, ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი წესი იქნება დაცული.
ეს ორგანიზებული ჯგუფები მოხვდებიან კონკრეტულ სასტუმროებში, რომლებსაც, ჯანდაცვის სამინისტროსგან შემოწმების შემდეგ, ექნებათ ამის ნებართვა, რომ ისინი დადგენილ უსაფრთხოების ზომებს ითვალისწინებენ. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ტურიზმის რეპუტაციას რისკის ქვეშ დავაყენებთ.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმში არ დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნი, ბრენდის სიძლიერე. პირიქით, ჩვენს ყველაფერს უნდა დავუმატოთ ძლიერი ბრენდი, როგორც საქართველო COVID-თავისუფალი და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა“, – აღნიშნა გახარიამ.
გასულ კვირას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის