
ხარაგაულში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის დაწყებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ხარაგაულის საკრებულოში შეხვედრა გაიმართა.
პროექტის თანახმად, განსაზღვრულია ლეღვნის წყალსადენის სისტემის სრული რეაბილიტაცია, დიდვაკისა და საღანძილის ჩათვლით, და პატარა ხარაგაულში ალტერნატიული სისტემის მოწყობა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ხარაგაულში წყლის ალტერნატიული სისტემის მოსაწყობად 5 ათ. კვმ მიწის ფართობის გადაცემას ითხოვს. ამ საკითხზე საკრებულოს თანხმობაა საჭირო.
მოსახლეობა ითხოვს, რომ წყლის მიწოდების გრაფიკი გაიზარდოს. ამჟამად წყალი აბონენტებს დღე-ღამის განმავლობაში 6 საათით მიეწოდებათ.
დაბა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ რამდენიმე მოქალაქე და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ტერიტორიის გადაცემისა და დამატებითი ჭაბურღილების მოწყობის წინააღმდეგია.
„არსებობს მოსაზრება, რომ კომპანიაზე ტერიტორიის გადაცემით ბუნებრივ რესურსს დავკარგავთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, – ამბობს პაატა გოგოლაძე, – ვინაიდან ლეღვანში წყლის სათავე ნაგებობის აღდგენა ვერ ხერხდება ისე, რომ წვიმის მოსვლის შემთხვევაში წყალი არ აიმღვრეს, მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ალტერნატიული წყლის სისტემა აუცილებელია“.
რაც შეეხება წყლის მიწოდების გრაფიკის ცვლილებას, პაატა გოგოლაძე განმარტავს, რომ ამ საკითხზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალურ დირექტორს, გრიგოლ მანდარიას, ესაუბრენ.
„გრიგოლ მანდარია დაგვპირდა, რომ მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში ხარაგაულში 18-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფენ, – ამბობს პაატა გოგოლაძე, – ამისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ხარაგაულში ალტერნატიული წყალსადენისთვის დამატებითი ჭაბურღილების მოწყობას მოთხოვენ“.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხარაგაულში წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
გასულ კვირას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის