საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრიფინგი გაიმართა. მისი თქმით, ვირუსის გავრცელება საქართველოში კონტროლს ექვემდებარება.

„ამის გათვალისწინებით ჩვენს გვაქვს შესაძლებლობა ეკონომიკის ამოქმედების გეგმა ქვეყანაში ავაჩქაროთ. 29 მაისიდან ამოქმედდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო. მგზავრობა შესაძლებელი იქნება მაქსიმალური სიფრთხილის დაცვითა და აუცილებლად პირბადეებით.

პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, გაიხსნება სასტუმროები, რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება და გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.