26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა ორწელიწად ნახევარში, საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შედეგად, შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მოახერხა.
საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა ქართველებს 1801 წლიდან მოყოლებული ყოველთვის ჰქონდათ – გვიამბობს ისტორიკოსი, ხარაგაულის გიმნაზიის მასწავლებელი ზეინაბ ბუაჩიძე, – ეს იდეა ალბათ ქართველი კაცის ბუნებაშიც დევს, ილიას ლელთღუნიასი არ იყოს „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“, მე-19 საუკუნეში ბევრ აჯანყებაში დამარცხდნენ ქართველები, მაგრამ ბრძოლას მაინც აგრძელებდნენ და არ ნებდებოდნენ“.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მსოფლიო მოვლენებთან არის გადაჯაჭვული, განსაკუთრებით კი ის პირველ მსოფლიო ომს უკავშირდება.
ზეინაბ ბუაჩიძის თქმით, ჯერ კიდევ 1914 წელს ეროვნულ-დემოკრატებს, რომელთა იდეები პირველი დასის აზროვნებაზე იყო დაფუძნებული, გაუჩნდათ ასეთი იდეა: გერმანიას დაკავშირებოდნენ და დამოუკიდებლობა მისი დახმარებით გამოეცხადებინათ. 1914 წლისთვის კავკასიის ფრონტი გაიხსნა, სარიყამიშის ოპერაციაში ქართული ათასკაციანი ბატალიონი ოსმალებისა და გერმანელების გვერდით იბრძოდა. ეროვნულ დემოკრატებს მიაჩნდათ, რომ ეს იყო საქართველოს გზა თავისუფლებისკენ. თუმცა მაშინ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მოელოდნენ.
„ამ დროისთვის საქართველოში სოციალ-დემოკრატებმა იმძლავრეს. მათი იდელოლოგია მარქსისტული იყო, მაგრამ ასე ვთქვათ, ჩვენთან უფრო „ზომიერი ფრთა“ – მენშევიკები არსებობდნენ. ეროვნულ-დემოკრატებზე მეტი პოპულარობით სოციალ-დემოკრატები გამოირჩეოდნენ. სოციალ-დემოკრატებს რუსეთის ფარგლებში დარჩენა ერჩივნათ. ეროვნულ-დემოკრატებს დამოუკიდებლობა სურდათ. ამის გამო მათ შორის ხშირად დისკუსიაც იმართებოდა. ეროვნულ-დემოკრატებს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება გერმანიასთან თანამშრომლობით სურდათ, ხოლო სოციალ-დემოკრატები კი უფრო ანტანტის გამარჯვების მოხმრენი იყვნენ”.
ზეინაბ ბუაჩიძე ფიქრობს, რომ საქართველოსა და დანარჩენი მსოფლიოსთვის, შესაძლოა, პირველ მსოფლიო ომში გერმანიის გაამარჯვება უფრო უკეთესიც ყოფილიყო. „პირველ მსოფლიო ომში გერმანიას, რომ გაემარჯვა, საქართველო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა, ხოლო კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომს გადაურჩებოდა”.
მეორე ფაქტი, რამაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე გავლენა მოახდინა, რუსეთში 1917 წლის თებერვალ-მარტში განვითარებული მოვლენები იყო. ამ სიტუაციამ რუსეთი კრიზისამდე მიიყვანა, მეფე ნიკოლოზ მეორე გადადგა და სახელმწიფოებს დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობა მიეცათ.
ქართველი მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის რევოლუციის შედეგად სახელმწიფოები, ასე ვთქვათ, იძულებულნი აღმოჩნდნენ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ, ზეინაბ ბუაჩიძის თქმით, ქართველი ისტორიკოსი და მეცნიერი ზურაბ ავალიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს: „ჩვენ ეს დამოუკიდებლობა გერმანიამ ლანგრით მოგვართვა“.
ზეინაბ ბუაჩიძის თქმით, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის მოპოვების გამოცხადებამდე მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა – ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, სან სტეფანოს ზავი გაუქმდა და რუსეთმა ჩვენი მიწები ოსმალეთს გადასცა. ოსმალები აჭარას გამოცდნენ და მდინარე ჩოლოქამდე მოვიდნენ.
ამ დროისთვის უკვე შექმნილი იყო ამიერკავკასიის სეიმი, მაგრამ სომხეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოს დასახმარებლად არაფერი გააკეთა. ყრილობამ ბათუმის საზავო კონფერენციაზე გადაინაცვლა, სადაც გერმანიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფონ-ლოსოვმა საქართველოს დელეგაცია ფოთში გადაიყვანა. „გერმანიას სჭირდებოდა დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც ერთგვარი დერეფანი გახდებოდა ირანის ნავთობპროდუქტების მოსაპოვებლად. საქართველო არჩევანის წინაშე აღმოჩნდა, გამოეცხადებინა თუ არა დამოუკიდებლობა“.
ზეინაბ ბუაჩიძის თქმით, ნოე ჟორდანიას გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა. აკაკი ჩხენკელი კი წერდა, რომ საჭიროა გამბედაობა, არც ერთი სახელმწიფო არ შექმნილა გამბედაობის გარეშეო და ახლა საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა მოეპოვებინა.
ეს გადაწყვეტილება, ნოე ჟორდანიას მთავრობამ 1918 წლის 26 მაისს მიიღო.
„ამ მოვლენაზე საუბრისას ძალიან ემოციურია ვლასა მგელაძის ისტორია, – ამბობს ზეინაბ ბუაჩიძე, – დამოუკიდებლობის გამოცხადებისას ვლასა მგელაძე მოულოდნელად გაუჩინარდა. როცა გამოჩნდა, ღრმად სუნთქავდა და მან თქვა: „მე ავედი მთაწმინდაზე, მამადავითზე ზარები შემოვკარი, ილიას საფლავს ვახარე, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ“.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ევროპის ქვეყნებმა მალევე აღიარეს საქართველოს დე ფაქტო და დე იურე დამოუკიდებლობა. აღიარეს, მაგრამ 1920 წელს რუსეთში სამოქალაქო ომში ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს და ევროპაში რაღაცნაირი შიში გაჩნდა. ამ შიშმა განაპირობა ის, რომ საქართველო რუსეთის შემოჭრისას გაიწირა.
ზეინაბ ბუაჩიძის თქმით, გეორგიევსკის ტრაქტატით შავით თეთრზე გამოჩნდა, რომ რუსეთმა დადებული ხელშეკრულება დაარღვია. როცა 1921 წელს ბოლშევიკები საქართველოში შემოვიდნენ, ქუთაისში საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებისას მთავრობის წევრს, გრიგოლ ლორთქიფანიძეს მოსთხოვეს, რომ მას ეღიარებინა და ხელი მოეწერა საქართველოს ანექსიაზე, თუმცა გრიგოლ ლორთქიფანიძემ ეს არ გააკეთა.
„ხელი რომ მოეწერა, საქარველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იურიდიულად ვეღარ მოხერხდებოდა. სწორედ ამ ფაქტის და ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე შეძლო საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენა“.
ზეინაბ ბუაჩიძე ფიქრობს, რომ 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება უმნიშნელოვანესი მოვლენა იყო.
„პირველი რესპუბლიკის შექმნა, რა თქმა უნდა საამაყოა“, – ამბობს ის და აქვე განმარტავს, რომ მას დამოუკიდებლობის დღედ უფრო 9 აპრილი მიაჩნია: „ახლა თაობა წამოვიდა, რომელსაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია, თავისუფლებაში ცხოვრობს და საბჭოეთის მარწუხები არ განუცდია. სწორედ 9 აპრილის მოვლენების გამო ეს თარიღი არა გლოვის, არამედ დამოუკიდებლობის დღედ მიმაჩნია. თუმცა ჩემთვის ორივე თარიღი ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეულია“.
თამარ ჩხიკვაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი