

წყალტუბოს საკარანტინო ზონაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მაქათუბანში მცხოვრები მამაკაცი 20 მაისიდან იმყოფება. მას კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.
ამის მიუხედავად კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, რადგან თირკმლის უკმარისობა და ონკოლოგიური დაავადება აქვს. ტესტის პასუხი უარყოფითია. ეს ინფორმაცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, შმაგი ხიჯაკაძისგან მოვიპოვეთ.
შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, რომ კარანტინში მყოფ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 12 პირი თვითიზოლაციაშია.
მაქათუბნელმა მამაკაცმა 18 მაისს თბილისიდან ზესტაფონში მცხოვრებ პირთან ერთად ტაქსით იმგზავრა. ზესტაფონელ მამაკაცს, რომელიც სომხეთიდან „ტრაილერით“ ჩამოვიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 723 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 495 ინფიცირებული, გარდაცვლილია – 12.
კარანტინის რეჟიმში 3 259 მოქალაქე რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,