გაეროს ბავშვთა ფონდისა და „საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტის“ ერთობლივი ახალი ონლაინპროექტი „დებატები განათლებისთვის“ იწყება.
პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა და 2 თვის განმავლობაში მათთვის სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას გულისხმობს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს შორის ინტერაქციას და შესაძლებლობა მისცეს მათ, ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი იდეები COVID-19-თან დაკავშირებით.
პროექტი მაისში დაიწყო და 2 თვის განმავლობაში მოსწავლეებს საგანგებოდ შექმნილი Facebook ჯგუფის მეშვეობით ისეთ საგანმანათლებლო აქტივობებს შესთავაზებს, როგორებიცაა: ონლაინ დებატები, ვებინარები, სახალისო ქვიზები, ფოტო/ვიდეო კონკურსები, ფილმების ონლაინ განხილვა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება 2 ონლაინ დებატი, რომლის მომზადებაშიც 300-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ონლაინ დებატებისთვის სპეციალურად შეირჩევიან სპიკერები და მსაჯები. 2 თვის განმავლობაში გაიმართება 3 ვებინარი: ვებინარის პირველ შეხვედრაზე მოწვეული იქნება ექიმი; მეორე ვებინარს გაუძღვება ფსიქოლოგი; მესამე ვებინარზე კი მოწვეული იქნება UNICEF-ის ხელმძღვანელი. აღსანიშნავია, რომ ვებინარს ასევე გაუძღვებიან შერჩეული მოსწავლეები. განსახილველი თემატიკები კი აღებული იქნება მოსწავლეების ინტერესების დაზუსტების შედეგად.
პროექტის Facebook ჯგუფში ადგილი დაეთმობა ქვიზებსა და ფოტო/ვიდეო კონკურსს COVID-19-ის თემაზე, რომელთა ფარგლებშიც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. ონლაინ რეჟიმში მოხდება სხვადასხვა ფილმების განხილვა მოსწავლეების მიერ. ჯგუფში ასევე სხვადასვხა საინფორმაციო მასალები განთავსდება, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა თემის გარშემო მოსწავლეების ჩართულობას.
აღნიშნული პროექტის მონაწილეები იქნებიან იმ დებატკლუბების წარმომადგენლები, რომლებიც შეიქმნა გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში 2020 წელს. არაფორმალური განათლების ხელშეწყობამ, საქართველოში არსებული სკოლების ბაზაზე მდგრადი დებატების კლუბების ჩამოყალიბებამ, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მომზადებამ გააჩინა შესაძლებლობა, რომ შემდეგ მოსწავლეები ჩართულიყვნენ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა საჯარო დებატები, რომელიც ონლაინ პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
ახალი ონლაინპროექტი „დებატები განათლებისთვის“ თანხვედრაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქციულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს იმ ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სწავლა-სწავლების პროცესს.
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების