დღეს საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით დაამტკიცებს ცვლილებებს „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონში“.

ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, ამ ცვლილებების საფუძველზე მაღალ მთაში მცხოვრები, დამატებით 6767 პენსიონერი, ექიმი, ექთანი და მასწავლებელი მიიღებს მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან.

შეღავათებით დამატებით 25-დან 30 ათასამდე მთაში მცხოვრები მოქალაქე ისარგებლებს.

„ეს არის ცვლილებები, რომელიც მოიტანს მთის განვითარების ახალ შესაძლებლობებს იქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის ზრდისთვის და განვითარებისთვის“, – ამბობს ზაზა გაბუნია, – ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილებები იმ თვალსაზრისითაც, რომ შეღავათების მისაღებად მოქმედი რედაქციის არსებული ნორმა, რომელიც აწესებს მთაში 9 თვის განმავლობაში ცხოვრების ვალდებულებას, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მცირდება 6 თვემდე.

განსაკუთრებულად აღსანიშნავი ამ ცვლილებებში არის ის, რომ ცვლილების თანახმად, გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ 19 დასახლებას მიენიჭება აღნიშნული სტატუსი, რაც ნიშნავს იქ მცხოვრები ადამიანების ძლიერ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, რაც ნიშნავს სამეწარმეო და ბიზნესსაქმიანობაში ამ ადამიანების ჩართვის ფართე შესაძლებლობებს, გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან მიგრაციის პროცესების შეჩერებას. ეს მნიშვნელოვანია კონფლიქტის ხაზის მიღმა მცხოვრებთა ყურადღების თვალსაზრისითაც“.

წყარო