
კორონავირუსის პანდემია უპრეცედენტო გამოწვევაა ქვეყნებისა და მათი მთავრობებისთვის.
დაავადების გავრცელების შეკავება მასშტაბურ და ხშირად რადიკალურ ზომებს მოითხოვს ხელისუფლებისგან. ეს ზომები მეტწილად გამართლებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმ რისკების გააზრება, რომლებიც ამ ზომებს ახლავს თან, და მათთან გამკლავების სტრატეგიების შემუშავება.
ერთ-ერთი ასეთი რისკი კორუფციაა, რომლის ალბათობაც ტრადიციულად იზრდება კრიზისების დროს. ასეთ ვითარებაში მთავრობის ძალაუფლების ზრდას თან ახლავს საფრთხე, რომ ეს ძალაუფლება ცალკეული პირების ან ჯგუფების კერძო ინტერესების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ამ კონტექსტში ყურადღებას სამ ძირითად გამოწვევაზე ამახვილებს:
სხვა ქვეყნების მსგავსად, ამავე გამოწვევების წინაშე დგას საქართველოც: მთავრობის ძალაუფლება გაზრდილია კრიზისის პირობებში, ხოლო, პარალელურად, მთავრობა გეგმავს მასშტაბური პროგრამის განხორციელებას, რომელიც პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას ისახავს მიზნად.
ეს ღონისძიებები საჭირო და გამართლებულია არსებულ ვითარებაში. ამავე დროს, ხელისუფლებას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ზემოთ აღწერილი რისკები და ყველა შესაძლო ზომა უნდა მიიღოს ამ რისკების შესამცირებლად.
მნიშვნელოვანია, რომ:
გასულ კვირას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის