

კორონავირუსის პანდემიის გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 19 საბავშვო ბაღისა და ორი სასკოლო მზაობის ჯგუფის 600 აღსაზრდელისთვის საკვები პროდუქტები ორჯერ გაიცა.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, არამალფუჭებადი პროდუქტების შესაძენად განკუთვნილი ლიმიტი სექტემბრამდე ამოიწურა. არ გაუხარჯავთ ხორცის, თევზისა და პურის შესაძენი თანხა. თუმცა ამ მუხლებში გათვალისწინებულ ფინანსებს სხვა საკვები პროდუქტების შესაძენად ვერ მიმართავენ. დაზოგილი თანხით ახალი საბავშვო ბაღებისთვის ინვენტარს ან ეზოს სათამაშოებს ტენდერით შეიძენენ.
დავინტერესდით, როგორი გადაწყვეტილებები მიიღეს, აღსაზრდელთა საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით, მეზობელ მუნიციპალიტეტებში.
ხარაგაულის ანალოგიური მდგომარეობაა ხაშურის, სამტრედიისა და ტყიბულის საბავშვო ბაღებში. ჭიათურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ბიუჯეტიდან კვებისთვის განსაზღვრული სუბსიდია ადგილობრივ ბიუჯეტში დაბრუნდა და აღსაზრდელებისთვის კვების პროდუქტები მუნიციპალიტეტმა შეიძინა. გეგმავს თუ არა მომავალ თვეებში ჭიათურის ადგილობრივი ხელისუფლება აღსაზრდელებისთვის საკვების შეძენასა და ოჯახებში დარიგებას, ჯერჯერობით, არ გადაუწყვეტიათ.
ნინო კაპანაძე
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო