
ხარაგაულში, სოფელ გედსამანიაში, სასკოლო მზაობის ჯგუფის ბაზაზე, სექტემბრიდან საბავშვო ბაღის ამოქმედება იგეგმება.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოვიპოვეთ. 11 აღსაზრდელისთვის სამზარეულოს, სველი წერტილებისა და საძინებელი ოთახის მოწყობას გედსამანიის სკოლის პირველ სართულზე აპირებენ. ეს ფართი გაერთიანებას გასულ წელს სასკოლო მზაობის ჯგუფისთვის გადაეცა.
სექტემბრისთვის იგეგმება ასევე ღორეშის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფის გახსნა. შენობაში შესაბამისი ფართის გასარემონტებლად ხარჯთაღრიცხვა და პროექტი მზადაა. ღორეშის საბავშვო ბაღში ამჟამად 27 აღსაზრდელია, თუმცა 20-მდე ბავშვი, ფართის სიმცირის გამო, სკოლამდელ განათლებას ვერ იღებს.
გედსამანიისა და ღორეშის საბავშვო ბაღების რემონტისთვის 25 თასი ლარი იყო დაგეგმილი. მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ ამ ორი პროექტის ღირებულება 30-35 ათას ლარამდე გაიზრდება. გაერთიანებას ბიუჯეტში ამის ფინანსები აქვს. სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი ივნისში გამოცხადდება.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – ღორეშის საბავშვო ბაღი
გასულ კვირას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის