

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალი პროგრამის საფუძველზე შეგეძლებათ გადაამოწმოთ, ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა სიაში.
ამის გადამოწმება აღნიშნულ ბმულზე შეგეძლებათ: https://www.rs.ge/kompensacia.
დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა. გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, დამქირავებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე, პირს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა ინფორმაცია, არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში.
აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაცია დამსაქმებელთან თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოქმედებს შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრი: 2 299 299
ასევე, შემოსავლების სამსახურის ცნობით, კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის https://compensation.moh.gov.ge/ მეშვეობით 1 ივლისამდე გაივლიან რეგისტრაციას. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია 1505 .
პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ თვითდასაქმებულებისთვის, დაქირავებით დასაქმებულებს აღნიშნული სარეგისტრაციო ვალდებულება არ ეხებათ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,