დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვისაც პირბადის ტარება კორონავირუსისგან დაცვის მაღალი გარანტი იქნება. 

„დიახ, ჩვენ ვამბობდით, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ნაკლებად იყო რეკომენდირებული პირბადის გამოყენება და ხაზს ვუსვამდით, რომ პირბადე ინფიცირებულმა ადამიანმა უნდა ატაროს. თუმცა, აშშ- ში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში ჩატარდა სათანადო კვლევები, საიდანაც ირკვევა, რომ როცა ჯანმრთელ ადამიანს პირბადე უკეთია, ეს 30%-იანი დაცვის გარანტს იძლევა, როცა ავადმყოფს უკეთია – 70%-იანს, ხოლო როცა ერთ სივრცეში ორივე მათგანი პირბადითაა, – ანუ ჯანმრთელიც და პირობითად ინფიცირებულის პირბადეს ატარებს, დაახლოებით 95%-ით მცირდება დაავადების რისკი. 

ამის საფუძველზე ვამბობთ, რომ აუცილებელია ყველამ გამოიყენოს პირბადე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.