

ამ წუთებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ტრადიციულ ბრიფინგზე არსებულ ეპიდსიტუაციას მიმოიხილავენ.
როგორც გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა ზახაშვილმა აღნიშნა, ჯერჯერობით, ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით ამუშავება იგეგმება. თუმცა, კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყებს ტრანსპორტი მოძრაობას, ჯერ დაზუსტებული არ არის.
მისივე თქმით, აუცილებელი იქნება, რომ ტრანსპორტში მგზავრებმა ერთმანეთის მიმართ დისტანცია დაიცვან. „მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის სათანადო მანძილი იყოს დაცული, რათა მათ შორის პირდაპირი წვეთით არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. სხვა შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.
ალბათ, თქვენ უნდა განსაზღვროთ, გიღირთ თუ არა ამ ტრანსპორტში ჩაჯდომა. თუ მდენად შორს გიწევთ გადაადგილება, რომ ამ მანძილის ფეხით დაფარვა შეუძლებელია, მაშინ სჯობს ისარგებლოთ ტრანსპორტით, მაგრამ თუ ამ მანძილის გავლა ფეხით არის შესაძლებელი, აჯობებს ეს ტრანსპორტი დაუთმოთ მათ, ვისაც ძალიან სჭირდება“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,