

სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება დღეს თბილისიდან დაიწყო.
სანოტარო ბიუროებმა მუშაობის გასაახლებლად ნებართვა იუსტიციის სამინისტროსგან უნდა მიიღონ. ამისათვის კი აუცილებელია, სამუშაო სივრცე იძლეოდეს საშუალებას, სრულად იქნეს დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შეექმნას სერვისის მისაღებად მისული მოქალაქეებისა და ნოტარიუსების ჯანმრთელობას.
იმისათვის, რომ სანოტარო ბიურომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის უფლება მოიპოვოს, ნოტარიუსმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ მათი ბიურო აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
შესაბამისი დოკუმენტაციის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, აზომვითი ნახაზი) სრულყოფილად წარდგენის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს ნებართვას ნოტარიუსზე სანოტარო ბიუროს გახსნის შესახებ.
ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას, იუსტიციის სამინისტრო ასევე იღებს მხედველობაში საქართველოში არსებული ყველა სანოტარო ბიუროს ინსპექტირების შედეგებს, რომლებიც მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ჩატარდა.
ინსპექტირების ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ვიზიტი განხორციელდა 239 სანოტარო ბიუროში, მოხდა ოთახების აღწერა და დასურათება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სანოტარო ბიურო მიმდინარე წლის 30 მარტიდან დაიხურა. თუმცა, იმისათვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეებს შესძლებოდათ სანოტარო სერვისის მიღება, პირველი აპრილიდან თბილისსა და რეგიონებში დროებითი სანოტარო ბიუროები მოეწყო.
საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში, სულ 14 დროებითი სანოტარო ბიუროა; დღეიდან კი, საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების შერბილების კვალდაკვალ, დროებითი სანოტარო ბიუროების პარალელურად, სანოტარო ბიუროები ფუნქციონირებას ეტაპობრივად, ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,