

2020 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.5 %-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 10.1%-ით.
ფასების 2.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 2.01 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა სასმელებზე (3.0 %), სხვა არალითონურ მინერალურ პროდუქტებზე (4.5 %) და ძირითად ლითონებზე (2.1 %).
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებამ იქონია:
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (13.1 %), სასმელები (9.4 %), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (14.3 %);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,