

იმერეთის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნუგზარ ბოლქვაძის ინიციატივით 21 აგვისტოს ბორითის კლინიკაში გაიმართა შეხვედრა

ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით. ნუგზარ ბოლქვაძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება, ბორითის კლინიკა გარდაიქმნას სტაციონალურ დაწესებულებად, სადაც პაციენტებს გაუწევენ ქირურგიულ, თერაპიულ და რეანიმაციულ მომსახურებას.
ამჟამად ბორითის კლინიკაში შესაძლებელია ამბულატორიული მომსახურება მიღება. ასევე იგეგმება კვირის გარკვეულ დღეებში სპეციალისტების მოწვევა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბორითის კლინიკაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მოსახლეობას შეეძლება სამედიცინო მომსახურების მიღება. ნუგზარ ბოლქვაძის თქმით, მოსახლეობის უმთავრესი პრობლემაა ტრანსპორტირება. მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა უტრანსპორტობის გამო ვერ მოდის ბორითის კლინიკაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, „მთავარი და პრიორიტეტულია დავეხმაროთ ხარაგაულის მოსახლეობას, რათა მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, როგორ უნდა მიიღოს საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევა. თქვენგან ველოდებით ინფორმაციას, თუ რომელ დღეს იქნება ამა თუ იმ ექიმის მომსახურების მიღება შესაძლებელი ბორითის კლინიკაში. ამ დროისათვის ჩვენ შევეცდებით მოვაგვაროთ ტრანსპორტირების პრობლემა,“ – აღნიშნა ინგა მაღრაძემ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძის თქმით, ეს არ იქნება ჰუმანიტარული მომსახურება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვადახვა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ეცოდინება, თუ რომელ დღეს გავა ტრანსპორტი ბორითის კლინიკის მიმართულებით მათი სოფლიდან და სურვილის შემთხვევაში შეუძლია ყველამ ისარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურებით ბორითის კლინიკაში.
ნუგზარ ბოლქვაძის თქმით, უახლოეს მომავალში სოფლის ექიმებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას. მისივე თქმით, სასურველია ბორითის კლინიკაში დასაქმდნენ ადგილობრივი კვალიფიციური სპეციალისტები.
თამთა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,