
21 მაისიდან სოციალურ კამპანია „ინფორმაციული უსაფრთხოება ონლაინ განათლებაში“ იწყება.
დღეს, განსაკუთრებით აქტუალური გახდა დისტანციური მუშაობისა და სწავლების კულტურა. აქედან გამომდინარე, ადამიანებს ციფრულ ტექნოლოგიებთან უფრო მეტი დროის გატარება უწევთ და ელექტრონული სერვისების გამოყენება იზრდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდნენ, რა საფრთხეები არსებობს ონლაინ სივრცეში და როგორ უნდა გაუმკლავდნენ მათ. საინფორმაციო კამპანიის „ინფორმაციული უსაფრთოხება ონლაინ განათლებაში“ ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სოციალურ გვერდს https://www.facebook.com/emis.ge/ და ვებგვერდზე https://www.emis.ge/ ონლაინ უსაფრთხოების თემატიკაზე ბანერები, პოსტები და ანალიტიკური სტატიები განთავსდება, რაც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს დისტანციური სწავლების პროცესშიც დაეხმარება.
შემაჯამებელი, პირველი ონლაინ შეხვედრა მაისის ბოლოს, ხოლო ყოველი მომდევნო შეხვედრა თვეში ერთხელ ჩატარდება, სადაც EMIS-ის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, ახსნის და განიხილავს ყველა იმ საკითხს, რაც ონლაინ სწავლების პროცესში ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მომხარებლებმა უნდა იცოდნენ.
ასევე, მომზადდება და განთავსდება ელექტრონულ-საგანმანათლებლო რესურსები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ამ თემით დაინტერესებული ყველა პირისთვის.
შეხვედრები და საკითხები წინასწარ, EMIS-ის სოციალური გვერდის მეშვეობით დაანონსდება.
გასულ კვირას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის