დღეს საქართველოს ყველა სკოლაში მეთორმეტეკლასელებისათვის „ბოლო ზარის“ საზეიმო ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო. თუმცა კურსდამთავრებულთა გეგმები კორონავირუსის პანდემიამ შეცვალა.
ხარაგაულის გიმნაზიაში კურსდამთავრებულების ნაწილი შეიკრიბა და ერთმანეთს თეთრ მაისურებზე კეთილი სურვილებიც წაუწერეს.
სკოლის დამთავრება მათ, გიმნაზიის პედკოლექტივთან ერთად, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) მიულოცა.
„თითოეული თქვენგანი ახალ ცხოვრებას იწყებთ, – აღნიშნა მეუფემ, – თავისუფლები იყავით, საკუთარი აზრის გამოთქმის არ შეგეშინდეთ. აკეთეთ ის, რასაც თქვენ მიიჩნევთ სწორად; რა თქმა უნდა, თქვენს სინდისთან შეთანხმებით. წარმატებებსა და გამარჯვებებს გისურვებთ. თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვებაა“.
„გრანდიოზული და ლამაზი „ბოლო ზარის“ ღონისძიების მოწყობას ვგეგმავდით, საექსკურსიოდ ადგილებს ვარჩევდით. თუმცა ჩვენი ჩანაფიქრი პანდემიის გამო ჩაიშალა და სამწუხაროდ მხოლოდ, ასეთი დისტანციური „ბოლო ზარი“ გამოგვივიდა“, – ამბობს გიმნაზიის კურსდამთავრებული ნინო ჭიპაშვილი.
„თითოეული თქვენგანი ძალიან ნიჭიერები ხართ, განავითარეთ, გამოიყენეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. ჯანმრთელობასა და წინსვლას გისურვებთ“, – დალოცა კურსდამთავრებულები დამრიგებელმა ნელი შარიქაძემ.
„დაწყებით კლასებში როგორი წყნარი ბავშვებიც იყავით, ისე უჩუმრად ამთავრებთ სკოლას“, – აღნიშნა დაწყებითი კლასების პედაგოგმა ლემა ბერაძემ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წელს სკოლა 176-მა მოსწავლემ დაამთავრა. წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე – ხარაგაულის გიმნაზიაში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი