
საქართველოში ყველა რესტორანი და კვებითი დაწესებულება 16 მარტიდან დაკეტილია.
ისევე, როგორც სხვა დარგებში, რესტორნებისა თუ კაფეების მფლობელებისთვის პანდემიის პერიოდი არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა.
თამარ და გიორგი მუხურაძეებმა ხარაგაულში კაფე „ეიფელი“ ორი წლის წინ გახსნეს. სახელწოდება გიორგიმ შეარჩია. უნდოდათ, ხარაგაულელებისთვის განსხვავებული და თანამედროვე სტილის კაფე-რესტორანი შეეთავაზებინათ; ისეთი, რომელიც აქამდე ხარაგაულში არ არსებობდა.
კაფე რომ გახსნეს, პირველად ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელების ბანკეტს უმასპინძლეს.
„ეიფელი“ ას მომხმარებელზეა გათვლილი. Თუმცა ნებისმიერი ოდენობის სტუმარს იღებენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე – ტრენინგის მონაწილეებს, დაბადების დღეებისა თუ სამეგობრო შეკრებების აღმნიშვნელებს.
თამარ მუხურაძე ამბობს, რომ კაფეს სახელწოდება ყურადღებას განსაკუთრებით ტურისტებში იქცევს. მართალია, ხარაგაულში არც თუ ისე ბევრი ტურისტი შემოდის, თუმცა, ზაფხულის სეზონზე კაფეს ფრანგები, შოტლანდიელები, გერმანელები და კანადელები სტუმრობენ. შენობის წინ ეიფელის კოშკის ფორმაც იქცევს მათ ყურადღებას“.
თამარ მუხურაძის თქმით, ბოლო პერიოდში კაფე დიდ ძალისხმევასა და შრომას საჭიროებდა, თავად კი ძალიან დაკავებული იყო და ინდმეწარმე მარინა გოგიას შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა.
მარტიდან კაფე „ეიფელს“ მარინა გოგია ხელმძღვანელობს. როგორც თავად ამბობს, პირველი ორი კვირა ყველაფერი ნორმალურად იყო. მისი მეუღლე, ლაშა გურგენიძე, რომელიც შეფ-მზარეულიცაა, თბილისიდან დაბრუნდა და კაფეს ასორტიმენტისა და მენიუს გაზრდაც ჰქონდათ ჩაფიქრებული. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო 17 მარტს კაფეს დაკეტვა მოუწიათ. „საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ფსიქოლოგიურად დიდი სტრესი იყო გამუდმებით სახლში ყოფნა. ამ სიტუაციამ მიბიძგა, არ გავჩერებულიყავი. გამომდინარე იქედან, რომ კვებით დაწესებულებებსა და რესტორნებს მხოლოდ მიტანის სერვისის უფლება შეუნარჩუნეს, გადავწყვიტე, სოციალურ ქსელშიც დამეწერა და ხარაგაულელებისთვისაც სიახლედ მიტანის სერვისი შეგვეთავაზებინა.“
მარინა გოგიას თქმით, ამ კუთხით შეკვეთების დიდი რაოდენობა არ ყოფილა, ამის მოლოდინი არც ჰქონდა, რადგან ეკონომიკურადაც არ ჰქონდათ ადამიანებს კარგი მდგომარეობა. Თუმცა, ეს მისთვის მაინც საინტერესო გამოცდილება იყო. როგორც წესი, სახლში დამზადებული საკონდიტრო ნაწარმით ამარაგებს ხარაგაულის მაღაზიებს. სააღდგომოდ ამ მომსახურებას პასკებიც შეამატა.
მარინა გოგიას პანდემიამდე, თავის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბევრი გეგმა ჰქონდა, ტრენინგები გაიარა და პროექტი დაწერა. Კაფეს მართვის პარალელურად, ხარაგაულში ნახევარფაბრიკატების რეალიზაციას აპირებდა. უკვე შეფუთვასა და დიზაინზეც მუშაობდა, თუმცა დროებით ამ ყველაფრის შეჩერება მოუწია.
ახლა კაფე „ეიფელი“ დაკეტილია. მარინა გოგიას თქმით, გასტრონომიისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეგულაციებს გაეცნო. „დისტანცირების პრობლემა არ გვექნება, მომხმარებელიც არასდროს არის იმდენი, რომ სივრცე გადატვირთული იყოს. თითოეული მაგიდა ხუთკაციანი და ვფიქრობ, როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა, მუშაობას შესაბამისი წესების დაცვით აუცილებლად განვაახლებთ “.
მისივე თქმით, თავისი გეგმების გაგრძელებას აუცილებლად აპირებს. ქვეყანაში დაპაუზებულმა ვითარებამ ყველაზე იმოქმედა, მომსახურების სფეროს განვითარებაც მომხარებლის ეკონომიურ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. მარინა გოგია ფიქრობს, რომ ტურისტული კუთხითაც ბევრად უმჯობესი იქნება, თუ ვიზიტორებს ადგილობრივ და ნატურალურ ნაწარმს შევთავაზებთ. თუმცა, რა იქნება მომავალში, ამის პროგნოზირება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე გახდება ცნობილი.
მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მეოთხე ეტაპზე, 8 ივნისიდან ღია ტიპის რესტორნების გახსნა იგეგმება, ხოლო მეხუთე ეტაპზე – დანარჩენი კვებითი დაწესებულებებიც შეძლებენ მუშაობის განახლებას.
თამარ ჩხიკვაძე
გასულ კვირას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის