

მთელი ქვეყნის მასშტაბით სტომატოლოგიური კაბინეტების დახურვის შემდეგ ხარაგაულში ეს მომსახურება აღარ განახლებულა.
სტომატოლოგი სოფო ფხაკაძე ამბობს, რომ მუშაობის განახლებამდე მკაცრი უსაფრთხოების ზომები უნდა მიიღოს.
„სტომატოლოგებს ადამიანის ლორწოვან გარსთან გვაქვს შეხება. ამიტომ რეგულაციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მუშაობის განახლებამდე უკონტაქტო თერმომეტრი, მომხმარებლებისთვის ხალათები, სადეზინფექციო ხსნარები უნდა შევიძინო და დეზობარიერები მოვაწყო. ამ ყველაფრის მოწესრიგება კი თანხებთანაა დაკავშირებული, რომლის მოძიებაც თვითონ უნდა შევძლო.
მომხმარებლების მიღება წინასწარი ჩაწერით და დროის მკაცრი კონტროლით მოხდება, რომ ადამიანების ერთმანეთთან კონტაქტი მაქსიმალურად გამოვრიცხო. სტომატოლოგიურ კაბინეტში მხოლოდ პაციენტები დაიშვებიან“,- ამბობს სოფო ფხაკაძე.
როდის აღდგება სტომატოლოგიური მომსახურება ხარაგაულში, ჯერჯერობობით, უცნობია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,