სილამაზის სალონებმა და ესთეტიური მედიცინის ცენტრებმა, ახალი რეკომენდაციებით, მუშაობა 18 მაისიდან განაახლეს.
ხარაგაულში სალამაზის სალონის „ნონას“ სტილისტმა ნონა ჭანკვეტაძემ სალონი ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით გახსნა, რომელიც მან ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისაგან მიიღო.
„წინასწარ ვიცოდი ყველა ის წესი, რაც სალონის გახსნის შემდეგ უნდა დამეცვა. მოვაწყვე დეზობარიერი, ყველა შემომსვლელს აქვს პირბადე და ხელებს სადეზინფექციო ხსნარით ვუმუშავებ. მომხმარებლების მიღება წინასწარი ჩაწერით ხდება. როცა ერთი კლიენტის მომსახურებას დავასრულებ, მაგიდასა და სავარძელს სპეციალური ანტიბაქტერიული ხელსახოცით ვწმენდ. მოწესრიგებული მაქვს სველი წერტილი. ამავე წესებს იცავს სალონის მანიკურის სპეციალიტი“, – ამბობს ნონა ჭანკვეტაძე.
სილამაზის სალონის „MA&GI“ სტილისტი მარი ნარსავიძის თქმით, ახალი რეკომენდაციების შესახებ არავის გაუფრთხილებია, თუმცა მუშაობას მაინც უსაფრთხოების დაცვით აგრძელებს.
ამასვე ამბობს მამაკაცთა სილამაზის სალონის „ჯეკოს“ სტილისტი ჯემალ კვინიკაძე.
„ტელევიზორში მოვუსმინე, რა წესები უნდა დამეცვა სალონის გახსნის შემდეგ და ყველაფერს ვითვალისწინებ. ერთადერთი პრობლემა ხელთათმანებია, – იმდენად მცირე ზომისაა, ჩაცმისას ზიანდება, თუმცა უმუშევრად ყოფნას ამ წესების დაცვა ჯობია“.
„ამ რეკომენდაციებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა, მანამდეც ვიცავდი, – ამბობს ესთეტიური სილამაზის ცენტრის მფლობელი ხარაგაულში სოფო ხიჯაკაძე, – პირბადე ყოველთვის მიკეთია, სალონში ერთჯერად სამუშაო მასალებს ვიყენებ და გამოყენების შემდეგ ვანადგურებ. ასე რომ, ახალ რეგულაციებთან შეგუება არ გამჭირვებია“.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, სილამაზის სალონებისა და ესთეტიური მედიცინის ცენტრებისთვის, ასევე ავტოტექმომსახურებისა და საცალო და საბითუმო ობიექტებისთვის ახალი კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან მიიღეს.
„ხარაგაულში სილამაზის ცენტრის წარმომადგენლებმა ეს რეგულაციები გახსნამდე რამდენიმე ხნით ადრე თვითონ მოგვთხოვეს და მივეცით. რაც შეეხება მაღაზიებისა და ავტოტექმომსახურების ობიექტების მფლობელებს, შესაძლოა, ეს რეკომენდაციები ამობეჭდილი სახით დავურიგოთ“, – ამბობს ნინო ყიფშიძე.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი