

დღეს, 18 მაისს, უბისა-შორაპანის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რომელსაც China Road and Bridge Corporation ასრულებს, ბულდოზერის ოპერატორი დაშავდა.
მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია, შემდეგ სამედიცინო პერსონალმა ზესტაფონში, ფერომედის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ფერომედის ქირურგის, ვახტანგ ლაშხის ინფორმაციით, „დაშავებულს ფეხის ამპუტაცია წვივის არეში ჩაუტარდა. მეორე ფეხზე დაუმუშავდა ჭრილობები და მოტეხილი ძვალი გასწორდა. პაციენტის მდგომარეობა, ჯერჯერობით, ნორმალურია და შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს“.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაშავებულის სამკურნალო და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებს China Road and Bridge Corporation სრულად დაფარავს.
მომხდარი ფაქტის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო