
23 ივნისს გამოცხადდა გადაწყვეტილება გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ აპელაციასთან დაკავშირებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ აპელაცია არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ აპროტესტებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საგამომცემლო საქმიანობისთვის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხის – 27 ათასი ლარის – ტენდერის გარეშე განკარგვას.
დასაბუთება, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დამოუკიდებელ გაზეთს „ჩემი ხარაგაული,“ ეს კანონით დადგენილ ვადაში, 20 დღეში, გახდება ცნობილი.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების