
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 2020 წლისათვის სკოლების სარეაბილიტაციოდ 410 ათასი ლარი გამოეყო.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, პირველ ეტაპზე, სკოლებში სველი წერტილები უნდა მოწესრიგდეს.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, ვახანის, ბაზალეთის, ბორითის, ვარძიისა და წიფის (ორივე კორპუსი) სკოლებისთვის სველი წერტილების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებულია. პროექტების ღირებულება 418 ათასი ლარია.
მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ ამ ხუთ სკოლაში სველი წერტილები 2020 წელს აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს.
„ბორის სკოლამ სველი წერტილის რეაბილიტაციისთვის ხარჯთაღრიცხვა საკუთარი სახსრებით მოამზადა, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – მუნიციპალიტეტის მერიას და განათლების სამინისტროს ვაცნობე, რომ ასევე აუცილებელია მოწესრიგდეს სველი წერტილები ვაშლევის, ჩრდილის, ხევის, ხუნევის, ნებოძირის, ლაშის, სარგვეშისა და მარელისის სკოლის მეორე კორპუსში. სასურველია, რომ ხარაგაულის #2 სკოლის სველი წერტილი შენობაში განთავსდეს.
ზუსტად ვერაფერს გეტყვით. განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლები სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან და გადაწყვეტილებას საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღებენ“.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – ვახანის სკოლა
გასულ კვირას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის